Accentnews.ge
ნიდერლანდების საჰაერო ძალებმა პოლონეთის საჰაერო სივრცესთან რუსული საბრძოლო თვითმფრინავები შეაჩერეს

ნიდერლანდების საჰაერო ძალებმა პოლონეთის საჰაერო სივრცესთან რუსული საბრძოლო თვითმფრინავები შეაჩერეს

14/02/2023 10:00:09 მსოფლიო

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა პოლონეთის საჰაერო სივრცესთან სამი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი შეაჩერეს და ტერიტორიიდან მოშორებით გაიყვანეს.

მისი განცხადებით, ვერტმფრენები პოლონეთის ტერიტორიას კალინინგრადის მხრიდან უახლოვდებოდნენ.

"კალინინგრადის მხრიდან, სამი უცნობი თვითმფრინავი მიუახლოვდა პოლონეთის საჰაერო სივრცეს, NATO-ს პასუხისმგებლობის ზონაში. იდენტიფიცირების შემდეგ დავადგინეთ, რომ ისინი რუსული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები იყვნენ. ისინი ჰოლანდიურმა Su-35-ებმა შორიდან შეაჩერეს და ტერიტორიიდან გააცილეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია რუსულ მხარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S