თურქეთში მაშველებმა გარდაარჩინეს 17 წლის ძმები, რომლებმაც ნანგრევებში 9 დღე გაატარეს
14/02/2023 09:03:16 მსოფლიო
თურქეთში მაშველებმა გარდაარჩინეს 17 წლის ძმები, რომლებმაც ნანგრევებში 9 დღე გაატარეს.
მუჰამედ ენეს იენინარი და ბაკი იენინარი თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში, შენობის ნანგრევებში 198 საათის განმავლობაში იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 000–ს გადააჭარბა.
თურქეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 31 643 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში – 5000–ზე მეტი.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


