
„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად“
14/02/2023 08:20:51 საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს არ განიხილავენ.
ჟურნალისტებმა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხეს, დღის წესრიგში დგას თუ არა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი.
"როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ხოლმე საკითხები ცნობილი. პატრიარქს დაველოდებით, რა საკითხებს გამოიტანს. [მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობაზე] არ ყოფილა საუბარი, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად. პატრიარქი გამოიტანს საკითხებს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სინოდის სხდომა 2-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად იმართება.