
არტისტი ანდრო დადიანი საკუთარ ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს ჩუქნის
14/02/2023 07:36:18 საზოგადოება
არტისტი ანდრო დადიანი საკუთარ ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს ჩუქნის.
„ფოტოგრაფ სანრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა მასთან და ნახატები ჩამოხსნა სასახლის კედლებიდან.
ცხოვრების კანონია, – ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება, ვფიქრობ თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე.
ხელოვანებო, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. მე მინდა ეს ობიექტი გადავცე”, – წერს იგი სოციალურ ქსელში.