Accentnews.ge
"ოლიგარქთა კლუბს" პუტინის დაფინანსება აღარ სურს

"ოლიგარქთა კლუბს" პუტინის დაფინანსება აღარ სურს

14/02/2023 07:06:35 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს, პირადად შეხვდეს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც უარი განაცხადეს, "ნებაყოფლობით" გაეკეთებინათ ბიუჯეტში 200–250 მლრდ რუბლის ოდენობის შენატანები, - იუწყება "The Moscow Times".

პუტინი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამოცხადების დროიდან აღარ შეჰხვედრია, ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის ხელისუფლებამ ბიზნესისგან ხაზინაში "ნებაყოფლობითი" შენატანის მოთხოვნა გადაწყვიტა, რაზეც უარი მიიღო.

"ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს დაუგროვდათ კითხვები, რომლებიც ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგს მოითხოვს", - აღნიშნავენ გამოცემის ინფორმატორები ბიზნეს- წრეებიდან.

გამოცემა "The Bell"-ის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში მაქსიმ ორეშკინი ელოდა, რომ ბიზნესი 200-200 მლრდ რუბლს ხაზინაში გაზაფხულის დასაწყისისთვის შეიტანდა და ეს საჩუქრად იქცეოდა პუტინისთვის.

"კომპანიები ამ წინადადებას თითქმის ორი თვის განმავლობაში განიხილავდნენ, საბოლოოდ კი იდეის არარეალიზებადობის დასკვნამდე მივიდნენ: ეს რთული იქნება როგორც 2022 და 2023 წ.წ. ბიზნესის მარჟინალურობის თვალსაზრისით, ისე გადასახადების ხდის კუთხით არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით. ერთ-ერთ წინაღობას წარმოადგენს კორპორატიული პროცედურებიც, ასევე ის გარემოება, რომ 2022 წ. გამომუშავებული თანხები უკვე გადანაწილებულია. უკრაინის ომის გამო კომპანიების უმრავლესობისთვის ხელსაყრელი კონიუნქტურა დასრულდა და მათ გასაღების მთელი ბაზრები დაკარგეს", – განუცხადა РБК-ს "რუსეთის მსხვილ მეწარმეთა კავშირის" (ე.წ. "ოლიგარქთა კლუბის") თავმჯდომარემ ალექსანდრე შოხინმა.

ცნობისთვის: მსხვილი ბიზნესის "დარეკეტებაზე" რუსეთის მთავრობა მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ფედერალურ ბიუჯეტში მზარდმა "ხვრელმა" კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია. კერძოდ, იანვარში სახაზინო დეფიციტმა 1,8 ტრლნ რუბლი შეადგინა, რაც მთელი 2022 წლის დეფიციტის (3,3 ტრლნ) ნახევარს უტოლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S