Accentnews.ge
აშშ–ში ჩამოგდებული ჩინური აეროსტატის კვლევის შედეგები ცნობილია – Reuters

აშშ–ში ჩამოგდებული ჩინური აეროსტატის კვლევის შედეგები ცნობილია – Reuters

14/02/2023 06:32:52 მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა აღადგინეს ჩინური აეროსტატის მნიშვნელოვანი ელექტრონული დეტალები, მათ შორის სენსორები, რომლებიც შესაძლოა, სადაზვერვო მონაცემების შესაგროვებლად გამოიყენება,– იუწყება Reuters აშშ–ის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის სარდლობაზე დაყრდნობით.

საუბარია საჰაერო ბურთზე, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა 4 თებერვალს ჩამოაგდეს სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან. ობიექტის ფრაგმენტებს ამერიკელი სპეციალისტები იკვლევენ.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შეერთებული შტატების და კანადის თავზე, სანამ პრეზიდენტი ბაიდენი მისი ჩამოგდების განკარგულებას გასცემდა. ჩინეთი უარყოფს, რომ აეროსტატი სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდა და ირწმუნება, რომ ეს იყო გეზს აცდენილი მეტეოროლოგიური ზონდი. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გადადო პეკინში დაგეგმილი ვიზიტი.

4 თებერვლის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩამოაგდეს კიდევ 3 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მათი წარმომავლობა და დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ეს ობიექტები ხმელეთზე არანაირ სამხედრო საფრთხეს არ ქმნიან, თუმცა, საშიშია სამოქალაქო ავიაციისთვის და პოტენციურად სარისკოა სადაზვერვო მონაცემების მოპოვების მხრივაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S