რუსეთში კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მოიკლა თავი
14/02/2023 04:39:36 მსოფლიო
რუსეთში კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მოიკლა თავი. ამჯერად სუიციდი შსს-ს ექსტრემიზმთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს - ე.წ. ცენტრ "ეს" უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვლადიმირ მაკაროვმა ჩაიდინა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ამა წლის 27 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მისი ცხედარი, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, მოსკოვის სიახლოვეს, გოლიკოვოში მდებარე აგარაკზე ცოლმა აღმოაჩინა. მედიის ინფორმაციით, გვერდზე იდო "Беркут-2М"-ის მოდელის კარაბინი.
ცენტრი "ე" რუსეთის შსს-ს ცალკე მდგომი სტრუქტურული დანაყოფია. მის ოპერატიულ და სხვა თანამშრომლებს რეგულარულად ედავებიან ოპოზიციონერი აქტვისტების დევნაში, დაკავებულთა წამებაში და ა.შ.


