Accentnews.ge
საფრანგეთი, კანადა და გერმანია თანამოქალაქეებს ბელარუსისა და რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთი, კანადა და გერმანია თანამოქალაქეებს ბელარუსისა და რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

13/02/2023 19:15:54 მსოფლიო

საფრანგეთის, კანადისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიაჩნიათ, რომ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე მათი ქვეყნის მოქალაქეები დაკავებისა და იძულებითი მობილიზაციის საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდნენ.

აღნიშნულის გამო ისინი თანამოქალაქეებს ბელარუსისა და რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ.

მანამდე, რუსეთის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა აშშ-მაც. ვაშინგტონმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთში შესვლა სახიფათოა რუსეთის სახელმწიფო სამსახურების მიერ დაკავების რისკის, ასევე მობილიზაციის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S