Accentnews.ge
ბათუმში აფეთქება მოხდა

ბათუმში აფეთქება მოხდა

13/02/2023 15:23:58 საზოგადოება

ბათუმში, აფეთქების ხმა ისმოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც აფეთქების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.

სანაპიროზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს და სავარაუდოდ, აფეთქდა საზღვაო ნაღმი.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

უკრაინული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო ნაღმების აფეთქების შესახებ. მაგალითად, იანვარში ბულგარეთის საზღვაო ფლოტის სპიკერმა განაცხადა, რომ მყვინთავებმა გაანადგურეს საზღვაო ნაღმი, რომელიც მდებარეობდა ქვეყნის სანაპიროზე. თურქეთის საზღვაო ძალებმა ასევე გამოაცხადეს, რომ აგრძელებენ ბრძოლას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S