Accentnews.ge
"ბერლუსკონის უაზრო ბრალდებები ზელენსკის მიმართ პუტინის სისხლიან ხელებზე კოცნის მცდელობაა"

"ბერლუსკონის უაზრო ბრალდებები ზელენსკის მიმართ პუტინის სისხლიან ხელებზე კოცნის მცდელობაა"

13/02/2023 15:09:30 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრის სილვიო ბერლუსკონის განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ და მას რუსეთის წახალისებაზე პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას ახსენებს.

უწყების პრეს–სპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, "სილვიო ბერლუსკონის უაზრო ბრალდებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პუტინის ხელებზე - იდაყვებამდე სისხლიან ხელებზე, კოცნის მცდელობაა":

"2010 წელს იტალიის მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბერლუსკონიმ ლიბიის დიქტატორს ხელებზე აკოცა ლიბიაში მუამარ კადაფთან ოფიციალური შეხვედრისას, ტელეკამერების თანდასწრებით, რათა მისი ერთგულება გამოეხატა".

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, თავად რომ პრემიერ–მინისტრი ყოფილიყო ზელენსკის არ შეხვდებოდა, რადგან ზელენსკის რომ დონბასზე "შეტევა შეეწყვიტა", რუსეთი უკრაინას თავს საერთოდ არ დაესხმებოდა. "ამიტომ მე ამ ვაჟბატონის საქციელს ძალიან, ძალიან უარყოფითად ვაფასებ" - თქვა ბერლუსკონიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S