Accentnews.ge
რომის პაპი: "ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია სირთულეებისთვის, რაც კულტურისა და რწმენის დამსახურებაა"

რომის პაპი: "ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია სირთულეებისთვის, რაც კულტურისა და რწმენის დამსახურებაა"

13/02/2023 14:26:02 საზოგადოება

რომის პაპმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა და მოუწოდა, გამოიყენონ განათლება და რწმენა, რათა ებრძოლონ სიბნელეს, გულგრილობას და სიძულვილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.

რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოდან ვატიკანში ჩასული დელეგაციის წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობაზე.

რომის პაპის თქმით, განათლებას შეუძლია, შეცვალოს ყველაფერი ისევე, როგორც სინათლეს ბნელ ოთახში შეუძლია, ნათელი მოჰფინოს ყველა საგანს.

„საქართველოს ისტორია ასევე აღსავსეა სიბნელიდან სინათლეში გადასვლის მაგალითებით, როდესაც ქვეყანა ახერხებდა სინათლეში ყოფნას მძიმე დროს, რაც დაკავშირებული იყო უცხოელ დამპყრობლებთან, ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია ამ სირთულეებისთვის და ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა. ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ უფრო ფართო შესაძლებლობებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S