Accentnews.ge
ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს მიბაძა

ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს მიბაძა

13/02/2023 14:26:39 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ უფრო ხშირად მოგზაურობს მატარებლით და არა თვითმფრინავით. მოგზაურობისთას ის იყენებს ბრინირებულ სპეცშემადგენლობას,– იუწყბა "დოსიეს" საგამოძიები ჯგუფი.

გამოძიების თანახმად, სპეციალური მატარებელი ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნეს, მაგრამ პუტინმა მისი რეგულარული გამოყენება 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყო - სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრისთვის მზადება.

"მატარებლით მგზავრობა შეიძლება, იყოს სპონტანური, დაუანონსებელი. ომის დაწყების შემდეგ, თებერვალ-მარტში, მან დაიწყო მატარებლის გამოყენება ძალიან აქტიურად, განსაკუთრებით ვალდაის რეზიდენციაში მისასვლელად", - ციტირებს "დოსიე" თანამოსაუბრეს.

ვარაუდობენ, რომ მატარებელი გამოიყენება, მათ შორის, ფარულობის მიზნებიდნ გამომდინარე, რადგან საპრეზიდენტო თვითმფრინავის მოძრაობას შეიძლება, თვალყური ადევნონ ონლაინ სერვისების გამოყენებით, მაგრამ მატარებლებისთვის ასეთი სერვისი არ არსებობს.

მატარებლის ფოტო არასოდეს გავრცელებულა და არც მატარებელში მყოფი პუტინის ფოტო. განმარტავენ, რომ სპეციალური მატარებელი ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება რუსეთის რკინიგზის სხვა მატარებლებისგან, მაგრამ მას მაინც აქვს მთელი რიგი დამახასიათებელი ნიშნები: „დოსიე“ გამოძიება შემადგენლობის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს, რომელსაც სავარაუდოდ, პუტინი იყენებს. ვაგონებზე დატანილია კომპანია Grand Service Express-ის ემბლემა. ფირმა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია პუტინის მეგობართან, იური კოვალჩუკთან.

მატარებლის მახასიათებლებს შორის არის ის, რომ საპრეზიდენტო ვაგონები ბრონირებულია და მატარებლის განრიგი „მორგებულია პუტინს, რათა მისმა მატარებელმა მაქსიმალური სიჩქარით და გაჩერების გარეშე იმოძრაოს“. სპეციალური მატარებელი მოიცავს საძინებელს, კაბინეტს შეხვედრებისთვის, ესკორტისთვის სპეციალური კომუნიკაციებისთვის, – ნათქვამია გამოძიებაში.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩინეთსა და რუსეთში მოგზაურობისას გამოიყენა სპეციალური ბრონირებული მატარებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S