ყაზახეთში, რუსული ნავთობის ჩანაცვლების გადაწყვეტილების შემდეგ, უმსხვილეს ქარხნებში ავარიები მოხდა
13/02/2023 14:09:48 მსოფლიო
თებერვალში, მას შემდეგ, რაც ყაზახური ნავთობი „ჩავიდა“ გერმანულ გადამამუშავებელ ქარხანა Schwedt-ში, რომელიც ომამდე "როსნეფტს" ეკუთვნოდა, ავარიები მოხდა ყაზახეთის ორ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
Reuters ინდუსტრიის სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პავლოდარის გადამამუშავებელმა ქარხანამ 11 თებერვლიდან ავარიულად შეაჩერა დიზელის საწვავის წარმოება.
ქარხნის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ხარვეზი აღმოჩენილია წყალბადის საწარმოო განყოფილებაში, რომელიც გამოიყენება ნავთობპროდუქტებში გოგირდის შემცველობის შესამცირებლად. წარმოების განახლება პავლოდარის გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უზრუნველყოფს ყაზახეთში დიზელის საწვავის თითქმის მესამედს, 14 თებერვალს იგეგმება.
ორი კვირით ადრე, 1 თებერვალს, კიდევ ერთმა ყაზახურმა ქარხანამ, ატირაუმ შეაჩერა მუშაობა. ყაზახეთში დიზელის საწვავის მთლიანი წარმოება 1-12 თებერვალს თითქმის ნახევარით შემცირდა - 7,6 ათას ტონამდე, ხოლო ხელისუფლებამ გამოაცხადა ნავთობპროდუქტების ექსპორტის 4 თვით აკრძალვის გეგმა.
2022 წლის დასაწყისიდან ყაზახეთი გერმანიას "დრუჟბას" მილსადენით აწვდის ნავთობს. იანვარში ყარაჩაგანაკის საბადოდან 20 000 ტონა KEBCO Blend იქნა მიწოდებული, ხოლო მხოლოდ პირველ კვარტალში 300 000 ტონაა დაგეგმილი.
2023 წლის ბოლოს ყაზახეთი გეგმავს გერმანიაში 1,2 მილიონი ტონა ნავთობის გაგზავნას და გარდა ამისა, ექსპორტის გაფართოებას რუსეთის გვერდის ავლით. გასულ წელს ყაზახეთმა საქართველოს პორტების გავლით საზღვარგარეთ 1,328 მლნ ტონა ნავთობი გაყიდა - 10-ჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ. ექსპორტი ნოვოროსიისკის გავლით, რომელიც ომამდე უზრუნველყოფდა საზღვარგარეთ ყაზახური ნედლეულის გაყიდვის 80%-ს, დაეცა მეოთხედით - 2,554-დან 1,862 მილიონ ტონამდე.


