
გორში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
13/02/2023 14:07:04 საზოგადოება
გორში, სტალინის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
იგი სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 58 წლის ნიკოლოზ ტლაშაძეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.