ხობის მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს
13/02/2023 14:03:02 მსოფლიო
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურთან ქალის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება და სახე დასახიჩრებული აქვს.
45 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


