Accentnews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

13/02/2023 14:01:15 საზოგადოება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლომჯარიას დაჯილდოების შესახებ ელჩმა შერაზ გასრიმ აცნობა.

"დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოეწურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S