
NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი
13/02/2023 13:05:07 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები "გააძლიერებენ და გააგრძელებენ" უკრაინის მხარდაჭერას. ამის შესახებ მან NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ისაუბრა.
უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება გასამარჯვებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ხვალ ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც დაესწრება.