Accentnews.ge
სტოლტენბერგი - ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მიერ ახალი შეტევის დაწყებას

სტოლტენბერგი - ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მიერ ახალი შეტევის დაწყებას

13/02/2023 13:01:48 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევა უკვე დაიწყო.

„რეალობა ისაა, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის ახალი შეტევის დაწყებას უკრაინაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად მოხდება კიევისთვის იარაღის, საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიწოდება, მით მეტი სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.

"სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S