Accentnews.ge
თურქეთში პოლიციამ დააკავა პირები, რომლებიც მიწისძვრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

თურქეთში პოლიციამ დააკავა პირები, რომლებიც მიწისძვრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

13/02/2023 12:44:45 მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ დააკავა 14 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გასული კვირას მომხდარი მიწისძვრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში.

თურქეთის პოლიციის განცხადებით, პოლიციამ გამოავლინა 475 ანგარიში, რომლითაც დაკავებული პირები მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "პროვოკაციული შინაარსის" ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომლის მიზანიც "მოქალაქეებში შიშისა და პანიკის დათესვა იყო".

"მათი დეტალები გადაეცა შესაბამის დანაყოფებს. პროკურატურის მითითებით, 56 პირი პოლიციაში გადაიყვანეს, მათგან 14 დაკავებულია", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

გარდა ამისა, თურქეთის პოლიციის ცნობით, მათ ასევე აღმოაჩინეს ე.წ. ფიშინგის 4 გვერდი, რომლებიც "მოითხოვდნენ ფულს მოქალაქეებისგან სამთავრობო ინსტიტუტების სახელების გამოყენებით ან იმიტირებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S