Accentnews.ge
აშშ თანამოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თანამოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

13/02/2023 07:54:33 მსოფლიო

აშშ თანამოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს, – იუწყება Reuters.

“აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე არასწორი დაკავებების გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში. რუსეთის უშიშროების სამსახურებმა აშშ-ის მოქალაქეები დააკავეს ყალბი ბრალდებებით”, – ნათქვამია რუსეთში აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ საეჭვო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო რელიგიურ საქმიანობაში ჩართულ აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში დატოვებისკენ პერიოდულად მოუწოდებს. ბოლოს ასეთი მოწოდება საელჩომ სექტემბერში გააკეთა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S