Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 4 ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 4 ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

13/02/2023 06:27:26 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა და 85 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით. მისი ცნობით, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ზაპოროჟიეს ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 6 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 10 რაიონი, საჰაერო თავდაცვის 1 პოზიცია და საბრძოლო მასალების 3 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S