
აშშ-მა კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო
13/02/2023 06:17:46 მსოფლიო
აშშ-ის სამხედროებმა კანადასთან საზღვრის მიდამოებში, ჰურონის ტბის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა უკვე ჩამოადგეს ასეთი ორი ობიექტი 10 და 11 თებერვალს, ერთი – ალასკის სანაპიროსთან, მეორე – კანადის ჩრდილოეთში.
რა მფრინავი ობიექტები იქნა ჩამოგდებული, ან რა იყო მათი მიზანი ჯერ–ჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, ერთი კვირის წინ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ჩინური საჰაერო ბუშტი-აეროსტატი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯაშუშურ მიზანს ემსახურებოდა.