Accentnews.ge
ებრაელმა მაშველებმა თურქეთის მყისიერად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს

ებრაელმა მაშველებმა თურქეთის მყისიერად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს

12/02/2023 16:07:17 მსოფლიო

ებრაელი მაშველების ჯგუფმა United United Hatzalah –მა თურქეთის მყისიერად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მიზეზად "უსაფრთხოების კუთხით მოსალოდნელი პრობლემები" სახელდება.

United Hatzalah​-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელი პოლაკმა და ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა დოვ მეისელმა განაცხადეს, რომ ისინი "ინფორმირებულნი არიან კონკრეტული და გარდაუვალი საფრთხის შესახებ".

"ჩვენ ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ", – აცხადებენ ისინი.

მათი თქმით, ებრაელი მაშველები თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან მეორე დღეს ჩავიდნენ და დღემდე 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც დასავლური მედია იუწყება, თურქეთში რჩება ებრაელი მაშველების მეორე ჯგუფი IsraAid.

ტოვებს თუ არა ეს ჯგუფიც თურქეთს ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S