მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგო, რომელმაც ნანგრევებში 6 დღე გაატარა (ვიდეო)
12/02/2023 15:31:06 მსოფლიო
თურქეთში, ჰატაის პროვინციაში მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგო, რომელმაც ნანგრევებში 6 დღე გაატარა.
შესაბამის კადრებს სტამბულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამასთან, დღეს ჰატაიში, მაშველებმა მამაკაცი და მისი ხუთი წლის გოგო ემირაც გადაარჩინეს. მათ ნანგრევებში დაალოებით 147 საათი გაატარეს.
"გამარჯობა ლამაზო გოგო, ჩვენ აქ ვართ, რათა გამოგიყვანოთ", - მიმართა ერთ-ერთმა მაშველმა ბავშვს ნანგრევებიდან ამოყვანისას.
ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33 181–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 3 576.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


