
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
12/02/2023 12:00:15 საზოგადოება
თურქეთში საქართველოს საელჩოს ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ დაუდასტურეს ინფორმაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იგი ქალაქ გაზიანთეფში დაიღუპა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა 28 000–ზე მეტი ადამიანი.