Accentnews.ge
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონია უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონია უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი

12/02/2023 10:29:49 მსოფლიო

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის დილის რეგულარული ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება და არსებობს ვარაუდი, რომ დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მათ არ ჰქონიათ უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი.

ბრიტანელები უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებს ეყრდნობიან.

„მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვას არ შეუძლია გადაამოწმოს უკრაინული მონაცემები, დიდი ალბათობით, ისინი სწორად ასახავენ ტრენდს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დანაკარგების რაოდენობის ზრდის შესახებ იტყობინება ბიბისის კორესპონდენტი ოლგა ივშინაც. მისი თქმით, თუკი მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების სია კვირაში 250-300 ჯარისკაცით ივსებოდა, იანვრის ბოლოდან ეს რიცხვი საშუალოდ 700-ს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S