
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
12/02/2023 08:18:33 საზოგადოება
საქართველოში დღეს, 12 თებერვალს, 12 საათსა და 07 წუთზე 4.6 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 4 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გომთან დაფიქსირდა.
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა გუშინაც, 11 თებერვალს.