Accentnews.ge
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი ჩამოაგდეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი ჩამოაგდეს

12/02/2023 07:22:48 მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი ჩამოაგდეს.

მისი განცხადებით, მფრინავმა ობიექტმა კანადის საჰაერო სივრცე დაარღვია, ის კანადის ჩრდილო-დასავლეთში, იუკონის თავზე აშშ-სა და კანადის სამხედროებმა ჩამოაგდეს.

ამასთან, ტრიუდომ აღნიშნა, რომ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა.

„კანადის ძალები ახლა აღადგენენ და გააანალიზებენ ობიექტის ნამსხვრევებს“, - დასძინა ტრიუდომ.

მედიის ცნობით, ეს მესამე მფრინავი ობიექტია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო კვირაში ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S