
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
11/02/2023 16:06:26 საზოგადოება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.