“პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ, ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა“
11/02/2023 14:03:01 პოლიტიკა
უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია, ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა.
„პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ. პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა. სულ ბრძოლა გვიწევდა. დღესაც ვიბრძვით და მომავალშიც მოგვიწევს!.. ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა. ის ვიღაცისთვის პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კი უკიდურესი აუცილებლობაა. საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიომოთ კიდეც, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ! მაგრამ როდის არის ეს საჭიროების შემთხვევა თუ უკიდურესი აუცილებლობა?! უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია. ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


