Accentnews.ge
პოდოლიაკმა კობახიძეს უპასუხა

პოდოლიაკმა კობახიძეს უპასუხა

11/02/2023 12:36:08 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში , უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და აღნიშნა, რომ ქართული მხარე უნდა შეეცადოს და ომზე კომენტარები არ გააკეთოს.

პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნება ნეიტრალური პოზიციის დაკავება:

"რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია, ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. საკითხავია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ "მანკიერი სურვილი" იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში "ამ ეტეპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". მისი თქმით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S