Accentnews.ge
აშშ-მა ალასკაზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო

აშშ-მა ალასკაზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო

11/02/2023 12:28:08 მსოფლიო

თეთრმა სახლის განცხადებით, 10 თებერვლის დილით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ჩამოაგდეს მფრინავი ობიექტი, რომელიც ალასკას თავზე, "მაღალ სიმაღლეზე" დაფრინავდა.

"თავდაცვის დეპარტამენტი ალასკის საჰაერო სივრცეში ობიექტს ბოლო 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ობიექტი 12 კილომეტრის სიმაღლეზე იყო და შესაძლოა, გამხდარიყო საფრთხე სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებისთვის:

„ის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში მოხვდა, ახლა ეს წყლები გაყინულია, მაგრამ ტერიტორიულ საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზეა".

BBC იუწყება, რომ უცნობი საჰაერო სამიზნეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა F-22 Raptor-მა დაარტყა. ჩამოგდებული აპარატის ნამსხვრევები შეგროვდა და ჩაიტვირთა გემებზე „შემდეგი ლაბორატორიული კვლევისთვის“.

ვის ეკუთვნის ობიექტი, ჯერ არ სახელდება.

"ჩვენ ამას ვუწოდებთ ობიექტს, რადგანაც ეს საუკეთესო აღწერაა, რომელიც ამჟამად გვაქვს. არ ვიცით, ვინ ფლობს მას - სახელმწიფო, კორპორაციული თუ კერძოა, უბრალოდ არ ვიცით", - განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, ობიექტი გაცილებით პატარა იყო, ვიდრე ჩინური ჯაშუში-ბუშტი და მან ის პატარა ზომის მანქანას შეადარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S