თურქეთში მიწისძვრის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტორი დააკავეს
11/02/2023 11:42:17 მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ მიწისძვრის შედეგად განადგურებული "რენესანსის" 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის კონტრაქტორი მეჰმედ იასარ ქოსკუნი დააკავა,– იუწყება თურქული მედია.
კომპლექსი მთლიანად განადგურდა თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მისი კომპანიის მიერ აშენებულმა შენობამ ვერ გაუძლო მიწისძვრას და ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ ათასამდე ადამიანი მოჰყვა.
მედიის ცნობით, კაცი სტამბოლის აეროპორტში აიყვანეს. მას დიდი ოდენობით ფული და მონტენეგროს ბილეთი აღმოაჩნდა.
"რენესანსი" პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრული საცხოვრებელ კომპლექსი იყო. ბინების ღირებულება 1,5 მილიონიდან 3 მილიონ თურქულ ლირამდე მერყეობდა (79,7 ათასი დოლარიდან 159,3 ათას დოლარამდე). საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა.
მას შემდეგ, რაც დანგრეული შენობის კადრები თურქულმა მედიამ გაავრცელა, სამართალდამცავმა უწყებებმა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობის დაკავების ორდერი გასცეს.


