Accentnews.ge
ერდოღანმა აღიარა, რომ ქვეყანა საკმარისად სწრაფად ვერ გაუმკლავდა მიწისძვრის შედეგებს

ერდოღანმა აღიარა, რომ ქვეყანა საკმარისად სწრაფად ვერ გაუმკლავდა მიწისძვრის შედეგებს

10/02/2023 18:29:43 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა, რომ ქვეყანამ საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოების წარმოება.

მისი თქმით, სამუშაოებში 141 000 მაშველი იყო ჩართული, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტიქიის ზონაში ჩასული ჯგუფები, მაგრამ „იმდენი შენობა დაინგრა ისეთ დიდ ტერიტორიაზე, რომ მაინც ვერ შევძელით სამუშაოს დაჩქარება ისე, რომ საჭირო ტემპში მიმდინარეობდეს“.

როგორც მან ადიამანში განაცხადა, რომელიც ასევე დაზარალდა მიწისძვრისგან, შედეგების ლიკვიდაციას კლიმატური პირობებიც ართულებს:

„ის ფაქტი, რომ რეგიონში ახლა ისეთი ზამთარია, რომელიც დიდი ხანია არ გვქონია, კიდევ ერთი დაბრკოლება გახდა ჩვენთვის”, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძრვას 19 000–მდე ადამიანი ემსხვერპლა. სამძევრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამაშველოები გრძელდება სირიაში, სადაც ასევე ნანგრევების ქვეშ რჩებიან ადამიანები.

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S