როსკომნადზორის არქივში აღმოაჩინეს სიტყვების სია, რომელთა პუტინის მისამართით გამოყენება იკრძალება
10/02/2023 15:48:01 მსოფლიო
რუსულმა გამოცემა "მედიაზონამ" როსკომნადზორის არქივში, რომელიც ბელარუსმა "ჰაკერებმა" მოიპოვეს, აღმოაჩინა სიტყვების ჩამონათვალი, რომლებიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მისამარტით.
განმარტების მიხედვით, როსკომნადზორი ამ სიტყვების გამოყენებას დარღვევად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ პუტინთან მიმართებით გამოიყენებენ. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, პუტინის მოხსენიება არ შეიძლება პედოფილიის კონტექსტში. ასევე, პუტინი არ უნდა იყოს ასოცირებული სექსთან - რატომღაც ამ გრაფაში სიტყვები "არჩევნები", "ვადა" და "მიტინგებიც" შევიდა.
ყველაზე დიდი ნაწილი შეურაცხმყოფელ და უხამს სიტყვებს უკავიათ. სიაში შედის სიტყვები „КГБ“, „მეფე“ და „კორუფცია“.
ჟურნალისტებმა არქივში ასევე აღმოაჩინეს გრაფიკული ფოტოები, რომლებიც ასევე განიხილება პუტინის შეურაცხყოფად, მათ შორისაა პუტინი მიმსგავსებული კიბორჩხალას, ჰიტლერს, ასევე ნაგვის ურნას.
რუსეთის ადმინისტრაციულ კოდექსში არსებობს მუხლი ინტერნეტში ავტორიტეტების შეურაცხყოფის შესახებ, რაც 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს .


