Accentnews.ge
სირიელი კაცი, რომელმაც მიწისძვრის შედეგად 30 ნათესავი დაკარგა: "ჩვენ განწირული ხალხი ვართ"

სირიელი კაცი, რომელმაც მიწისძვრის შედეგად 30 ნათესავი დაკარგა: "ჩვენ განწირული ხალხი ვართ"

10/02/2023 13:44:44 მსოფლიო

სირიელი კაცი, რომელმაც მიწისძვრის შედეგად 30 ნათესავი დაკარგა, ნანგრევებში მათ კვლავ ეძებს.

როგორც იბრაჰიმი აცხადებს, სოფელ ბესნაიაში მოსახლეობისა და მაშველების დახმარებით ამ დროისთვის 10 ცხედრის პოვნა შეძლო.

"ჩემი ბიძა, ბიძაშვილი და მათი ოჯახები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. მთელი ოჯახი განადგურდა. ეს არის სრული გენოციდი", -განაცხადა იბრაჰიმმა.

მისი თქმით, მან და მისმა ცოლ–შვილმა მოახერხეს უვნებლად გასვლა ქალაქ იდლიბში მდებარე სახლიდან.

"მცირე იმედი მაქვს, რომ ბესნაიაში, ნანგრევებში მოყოლილი ოჯახის რომელიმე წევრი გადარჩენილი იქნება. ყოველთვის, როცა ცხედარს ვპოულობ, მახსენდება ის მშვენიერი დრო, რომელიც ერთად გავატარეთ. ჩვენ არ გვძინავს, ვეძებთ ნანგრევებში ახლობლებს იმ იმედით, რომ ვიღაც ცოცხალი იქნება“, - თქვა მან და ატირდა.

მისი თქმით, სირიელები განწირული ხალხია.

"ჩვენ განწირული ხალხი ვართ ამ სიტყვის სრული გაგებით".

მიწისძვრამ ბესნაიაში სახლების უმეტესობა მიწასთან გაასწორა.

ცნობისთვის: სირიაში სამოქალაქო ომის შემდეგ მწვავე კრიზისია და გაერო–ს მონაცემებით, რეგიონის მკვიდრთა 90% მიწისძვრამდეც ჰუმანიტარული დახმარების იმედად იყო. ამჟამად სირიის რეგიონები სხვადასხვა ძალის კონტროლქვეშაა. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარემოცვა თვლის, რომ ვითარებას დასავლეთის სანქციები ამძიმებს, რის გამოც მაშველებს აღჭურვილობა არ გააჩნიათ. პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჰუმანიტარული დახმარების კოლონები ნებართვის გარეშე ვერ აღწევს ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. თურქეთსა მიწისძვრის შედეგად სულ მცირე,18 991 ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. სირიაში 3 377 პირია დაღუპული.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S