Accentnews.ge
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ქალაქში აქციები გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ქალაქში აქციები გამართა

10/02/2023 11:46:04 საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქციები გამართეს. დემონსტრანტების მოთხოვნაა, მკურნალობის მიზნით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

აქციები გაიმართა მარტვილში, ქობულეთში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში.

9 თებერვალს მსგავსი შინაარსის აქციები გაიმართა ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გეგმით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას". მისი აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S