
სოფელი გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
10/02/2023 10:31:55 რეგიონები, რეკლამა
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.