Accentnews.ge
ზალუჟნი: "2 რუსული რაკეტა რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა"

ზალუჟნი: "2 რუსული რაკეტა რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა"

10/02/2023 10:27:57 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:18 საათზე რუსეთის ორმა ფრთოსანმა რაკეტა „კალიბრმა“ გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვას სახელმწიფო საზღვარი.

ზალუჟნის თანახმად, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, რუსულმა რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში.

უკრაინის არმიის მთავარსარდლის ცნობით, რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები "კალიბრი" შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვა.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შესვლა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი.

რუმინეთი ნატო–ს წევრი სახელმწიფოა. ბუქარესტს ოფიციალური კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S