
14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება
10/02/2023 09:48:14 საზოგადოება
2023 წლის 14 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს მოწვევით სინოდის სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის საკითხები, რომელსაც სინოდის სხდომაზე განიხილავენ.