
მაშველი – ნანგრევებიდან ამოყვანილ მოზარდს: "მე მყავს შენნაირი ვაჟი, გეფიცები, ოთხი დღეა, არ მიძინია, შენს გამოყვანას ვცდილობდი" (ვიდეო)
10/02/2023 09:27:00 მსოფლიო
თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში კატასტროფული მიწისძვრიდან ოთხი დღის შემდეგ მაშველებმა დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 17 წლის ბიჭი უვნებლად ამოიყვანეს.
მოზარდს მაშველები და ახლობლები ოვაციებით შეხვდნენ.
"მე მყავს შენნაირი ვაჟი. გეფიცები, ოთხი დღეა, არ მიძინია. შენს გამოყვანას ვცდილობდი", მიმართა მოზარდს ერთ–ერთმა მაშველმა სახელად იასემინმა.
თავად მოზარდმა ახლობლებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, მიწისძვრის შემდეგ იგი სარდაფში იყო ჩარჩენილი.
"94 საათის განმავლობაში სარდაფში ვიყავი, წყურვილის მოსაკლავად იძულებული ვიყავი, ჩემი შარდი დამელია. მე შევძელი ამ გზით გადარჩენა”, – განაცხადა მოზარდმა.