Accentnews.ge
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

10/02/2023 08:10:09 მსოფლიო

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან.

რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკოც:

„ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ სიგნალს და გადადით თავშესაფრებში. ჩვენ გვჯერა საჰაერო თავდაცვის!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S