მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის ბავშვი, რომელიც ნანგრევებში 90 საათის განმავლობაში იყო (ვიდეო)
10/02/2023 07:59:01 მსოფლიო
თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგო, რომელიც ნანგრევებში 90 საათის განმავლობაში იყო.
"ჰილალ საღლამი ჰატაის პროვინციაში მდებარე შენობის ნანგრევების ქვეშ იყო.სამაშველო ჯგუფმა ნანგრევებიდან ხმა გაიგო და საღლამის გადარჩენა 7-საათიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად მოხერხდა", – აცხადებს ანტალიის მეტროპოლიტენის სახანძრო სამსახური.
დაშავებულ გოგოს მაშველები და ადგილობრივები ოვაციებით შეხვდნენ.
როგორც ანტალიის მეტროპოლიტენის სახანძრო სამსახური აღნიშნავს, იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


