Accentnews.ge
პუტინი თებერვლის ბოლოსთვის დიდი მიტინგ-კონცერტის გასამართად ემზადება

პუტინი თებერვლის ბოლოსთვის დიდი მიტინგ-კონცერტის გასამართად ემზადება

10/02/2023 07:27:35 მსოფლიო

კრემლი უკრაინაში შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოსთვის პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობით დიდი მიტინგ-კონცერტის გასამართად ემზადება. რუსული მედიის ინფორმაციით, ღონისძიება სავარაუდოდ, 22 თებერვალს ლუჟნიკების სტადიონზე ჩატარდება და ერთგვარ გაგრძელებად იქცევა ფედერალური კრებისადმი პუტინის მიმართვისა, რომელიც 21 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მედიის ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, - "ჯერ არაფერია სათქმელიო".

ანალოგიური ფორმატის წინა ღონისძიება ლუჟნიკებში 2022 წლის 18 მარტს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაახლოებით ერთ თვეში ჩატარდა და მასზე 200 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, - უმთავრესად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები და სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტები.

ცნობისთვის: ერთი წლის წინ, 2022 წლის 21 თებერვალს პუტინმა ჟურნალისტების თანდასწრებით უშიშროების საბჭოს ცნობილი სხდომა ჩაატარა, რომელზეც სათითაოდ გამოჰკითხა საბჭოს წევრებს აზრი უკრაინული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების იდეის თაობაზე. ამის შემდეგ რუსულმა ტელეარხებმა პრეზიდენტის 40-წუთიანი გამოსვლა აჩვენეს, რომელშიც პუტინი "უკრაინის ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბების" შესახებ საუბრობდა, თანამედროვე უკრაინას "ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა" უწოდა და განაცხადა, რომ დონბასი "პრაქტიკულად ძალით შეაგდეს უკრაინის შემადგენლობაში". ამ "საფუძველზე" მან უკრაინის სეპარატისტული წარმონაქმნების "დამოუკიდებლობა" აღიარა და შესაბამისი ბრძანებულებებით დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს ხელმძღვანელები დაუნიშნა, სამ დღეში კი, 24 თებერვალს, რუსულ ჯარს უკრაინაში შეჭრა უბრძანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S