Accentnews.ge
ფრანგი კანონმდებლებისა და აქტივისტების ნაწილი მაკრონს მოუწოდებს, პუტინს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვას

ფრანგი კანონმდებლებისა და აქტივისტების ნაწილი მაკრონს მოუწოდებს, პუტინს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვას

10/02/2023 07:18:22 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჯერ–ჯერობით არ მიუღია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება.

მას შემდეგ, რაც 8 თებერვალს, მაკრონმა პარიზში, ამ ორდენით დააჯილდოვა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ფრანგი კანონმდებლების და აქტივისტების ნაწილმა მოუწოდა, პუტინს ორდენი ჩამოართვას უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საპატიო ლეგიონის ორდენით 2006 წელს დააჯილდოვა საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა.

საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი გასცემს განსაკუთრებული სამხედრო, ან სამოქალაქო დამსახურებისთვის. პრეზიდენტს შეუძლია ორდენის ჩამორთმევაც.

2017 წელს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორდენი ჩამოართვა ჰილოვუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს, მას შემდეგ, რაც ის არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S