
„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანია "იმედთან" დახვდნენ და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
09/02/2023 19:32:58 პოლიტიკა, საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანია „იმედთან“ დახვდნენ, და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
აქტივისტები მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: „რუსი ხარ“, "მონა ხარ" და მიმართავდნენ, რომ „მოღალატეობრივ“ განცხადებებს აკეთებს.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„არ ვიცი ასეთი სასაცილო ხალხი. ეგონათ, რომ არ გადავიდოდი მანქანიდან, გადავედი და კაცს რომ ეუბნები: აი, რა გინდა თქვი, რას ითხოვ და სასტვენს რომ ჩაიდებს პირში და მთელი ძალით ჩაბერავს პასუხად...დადიან ასე ჩაბერილები. ამ ხალხს ავალებენ, რომ მოვიდეს და რუსი გეძახოს“, - განაცხადა მდინარაძემ მოგვიანებით „იმედის“ ეთერში.