Accentnews.ge
მიშელი –  ზელენსკის: "ომის მიუხედავად, რეფორმებში პროგრესი შთამბეჭდავია"

მიშელი –  ზელენსკის: "ომის მიუხედავად, რეფორმებში პროგრესი შთამბეჭდავია"

09/02/2023 15:40:38 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ომის მიუხედავად, რეფორმებში პროგრესი შთამბეჭდავია. ამის შესახებ მან ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის საკმაოდ გამორჩეული შეხვედრა ევროკავშირის საბჭოში. ბევრი ჩვენგანისთვის ეს იყო ემოციური შეხვედრა, რადგან ჩვენ, ყველას გვახსოვს გასული წლის 24 თებერვალს გამართული ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე საათში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ ევროკავშირის 27 წევრის ლიდერს ვირტუალურად მიმართა და ისაუბრა თავისი ქვეყნისა და თავის ბედზე. ჩვენ დაუყოვნებლივ გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ისტორიისა და უსაფრთხოების ახალი ეტაპის წინაშე ვდგავართ. გავაცნობიერეთ, რამდენად მნიშვნელობა აქვს ერთიანობას. მომავალი კვირები და თვეები სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება. ვინაიდან ეს კვირები იქნება გადამწყვეტი, ყოყმანის დრო არ არის. დროა, შევინარჩუნოთ რაციონალურობა. მაქსიმალური მხარდაჭერის დროა“, – განაცხადა მიშელმა.

ასევე შარლ მიშელმა უკრაინის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.

„ომის მიუხედავად, თქვენ დიდი სიმტკიცით დაიწყეთ რეფორმები. შთამბეჭდავია პროგრესი, რომელსაც რამდენიმე თვეში მიაღწიეთ. ვიცით, რომ ზაფხულში იქნება ევროკომისიის ანგარიში. ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, უკრაინის ლიდერმა საბჭოს სხდომაზე მშვიდობის ფორმულა ჩამოიტანა. მისივე თქმით, ევროკავშირი განიხილავს მშვიდობის სამიტის ორგანიზების საკითხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S