სომეხი მაშველები თურქეთში ჩავიდნენ
09/02/2023 15:11:33 მსოფლიო
27 მაშველი სომხეთიდან თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში სომხური წარმოშობის დეპუტატი გარო ფაილანი ავრცელებს.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 18 000 –ს გადააჭარბა.


