Accentnews.ge
რუსეთის საკითხებში ბაიდენის მთავარი მრჩეველი გადადგა

რუსეთის საკითხებში ბაიდენის მთავარი მრჩეველი გადადგა

09/02/2023 15:03:30 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ერიკ გრინმა თანამდებობა დატოვა და დაასრულა დიპლომატიური კარიერა,– იტყობინება Bloomberg თეთრი სახლის მრჩეველზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანზე დაყრდნობით.

გრინი ამ სფეროში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მისი გადადგომის მიზეზები არ სახელდება. სალივანმა აღნიშნა დიპლომატის "საკვანძო როლი" უსაფრთხოების სამსახურის მცდელობებში, დაეკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს უკრაინის ომისთვის, ისევე როგორც მისი მუშაობა კიევის მხარდასაჭერად.

გრინი კოორდინაციას უწევდა აშშ-ის პოლიტიკას რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტის მომზადებაში - ღონისძიება 2021 წელს ჟენევაში გაიმართა. 24 თებერვლის შემდეგ გრინმა შეიმუშავა ამერიკული ადმინისტრაციის პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.

7 თებერვალს ბაიდენმა კონგრესს ყოველწლიური მიმართვა წარუდგინა. მისი თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო "საუკუნოვანი გამოცდა" როგორც აშშ-ისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ბაიდენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გაუძლო და შექმნა გლობალური კოალიცია, რომელიც აერთიანებს ნატოს აგრესიის წინააღმდეგ. მან პირობა დადო, რომ ვაშინგტონი უკრაინელებთან იქნება "იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება".

New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი რონ კლაინი შესაძლოა, გადადგეს. ეს საკადრო ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის ადმინისტრაციაში ბაიდენის თანამდებობის დაკავების შემდეგ.

ამასთან, თებერვლის დასაწყისში შვეიცარიული გაზეთი Neue Zürcher Zeitung გერმანელ პოლიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა ბაიდენის ადმინისტრაციაში შესაძლო განხეთქილების შესახებ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მათი თქმით, ერთის მხრივ, უთანხმოება წარმოიშვა სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს,მეორეს მხრივ –სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის. გამოცემის თანამოსაუბრეები აცხადებდნენ, რომ პირველ ორს სურდა ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად, რათა ფოკუსირება მოახდინონ ჩინეთზე, რომელსაც ისინი გაცილებით დიდ საფრთხედ თვლიან შეერთებული შტატებისთვის. ამ უკანასკნელებს არ სურდათ, რუსეთისთვის „წესებზე დამყარებული წესრიგის“ განადგურების უფლება მიეცათ და უკრაინის მასიური სამხედრო მხარდაჭერას ემხრობოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S