Accentnews.ge
ზელენსკი – ევროკავშირის ლიდერებს: „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა და აგრესორზე უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ"

ზელენსკი – ევროკავშირის ლიდერებს: „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა და აგრესორზე უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ"

09/02/2023 13:15:51 მსოფლიო

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა და აგრესორზე უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ", – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაცაა.

„ჩვენ გვჭირდება საარტილერიო ნაწილები, საბრძოლო მასალა, თანამედროვე ტანკები, შორი დისტანციის რაკეტები და თანამედროვე ავიაგამანადგურებლები“, - განაცხადა ზელენსკიმ ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას

მან მადლობა გადაუხადა ევროპელ ლოდერებს დახმარებისთვის.

"უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა გახდა ისტორიული მაგალითი ნებისმიერი აგრესორისთვის. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები თქვენი მხარდაჭერით ებრძვიან რუსეთის ტერორს", – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S